ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ბეჭდვისა და დოკუმენტების მართვის ტექნოლოგიების სფეროში, ამერიკული Xerox რუსეთის ბაზარს ტოვებს და ამ ქვეყანაში თავის შვილობილ კომპანიას ყიდის, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Xerox-მა შეზღუდა თავისი საქმიანობა რუსეთში.
შეზღუდული ტრანზაქციები მოიცავდა ბიზნესს მხოლოდ კონკრეტულ კლიენტებთან და პარტნიორებთან, ყველა მოქმედი სანქციით. ახლა Xerox-ი წყვეტს თავის საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში და ყიდის თავის რუსულ ფილიალს ადგილობრივ მენეჯმენტზე.
შპს Xerox-ი (CIS) აგრძელებს მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მალე სახელს შეიცვლის, წერს კომერსანტი.
Xerox-ი არის ამერიკული კორპორაცია, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ბეჭდვისა და დოკუმენტების მართვის ტექნოლოგიების სფეროში, პიონერი ქსეროქსის მასიური წარმოების სფეროში. 1906 წელს დაარსებული კომპანია Haloid Company-ის სახელით, თავდაპირველად აწარმოებდა ფოტოგრაფიულ ქაღალდს. 1958 წელს კომპანიას ეწოდა Haloid Xerox, ხოლო 1961 წელს - Xerox Corporation.
„2022 წლის მარტში Xerox Holdings Corp. შეაჩერა პროდუქციის მიწოდება რუსეთში“, - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ქსავიერ ჰეისმა.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი