შვედური ავტომწარმოებლის Volvo Cars-ის აქციები კვირის ბოლოს, რეკორდულ დაბალ ნიშნულამდე 14%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც მისმა მსხვილმა აქციონერმა, ჩინურმა Geely-მა თავისი აქციების მცირე ნაწილი ღრმა ფასდაკლებით გაყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ხუთშაბათს, Geely-მა გაკეთა განაცხადი Volvo Cars-ის 100 მილიონი აქციის შეთავაზებზე, რომელიც, მისი თქმით, ბაზრის დახურვის შემდეგ ერთი აქცია დაახლოებით 37 შვედურ კრონად,ანუ ჯამში 350 მილიონ დოლარად გაიყიდა. .
3,4%-იანი წილის გაყიდვით Geely-ს Volvo Cars-ი 78,7%-იან წილს იტოვებს, - ნათქვამია ჩინური კომპანიის განცხადებაში.
„განთავსება გაზრდის აქციების რაოდენობას უფასო float-ში და კიდევ უფრო გააფართოვებს Volvo Cars-ის აქციონერთა ბაზას. Geely Holding-ის მიერ მიღებული თანხები გამოყენებული იქნება ჯგუფში ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად", - დასძინა კომპანიამ.
Volvo Cars-მა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე აქციების გაყიდვაზე.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი