დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ უზრუნველყოფს ანაკლიის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას - გურამ გურამიშვილის განმარტება

ვინ უზრუნველყოფს ანაკლიის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას - გურამ გურამიშვილის განმარტება

31-05-2024 10:43:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში, ​პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია წინადადება და კონსულტანტთან ერთად ხდება ამ წინადადების შესწავლა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

როგორც მან „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კომპანიასა და სატენდერო კომისიას შორის ხდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. 

„49%-იანი მფლობელობა ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებული კომპანია კონსორციუმში წარმოდგენილი იქნება 49%-ით და ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, შემოვიდეს მენეჯმენტშიც. მაგრამ იქნება შესაბამისი აქტივის მფლობელი და შესაბამისი უფლებები ექნება, რომ ამ კომპანიაში განახორციელოს საქმიანობა, საოპერაციო კუთხითაც. 

რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, რომელიც ამ დღეებში გაჟღერდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზუსტება და უახლოეს დღეებში გამოიკვეთება საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია წინადადება და კონსულტანტთან ერთად ხდება ამ წინადადების შესწავლა. ის ღია საკითხები, ან დასაზუსტებელი საკითხები, რომელიც დასაზუსტებელია მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის და გამარჯვებულად გამოცხადებამდე, შესაბამისად ხდება კავშირი პრეტენდენტსა და სატენდერო კომისიას შორის“, - აღნიშნა გურამიშვილმა

მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, პროექტი გაყოფილია ორ ნაწილად, საზღვაო ნაწილს სახელმწიფო აშენებს თავისსავე დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით.

„აქაც უკვე ფინალში გავდივართ. გვყავს პრეტენდენტები. შერჩევისა და დაზუსტების პროცედურა ახლა მიდის. უახლოეს პერიოდში გამოვლენილი იქნება გამარჯვებული და ფსკერდაღრმავებითი და ტალღმტეხელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გვეყოლება გამარჯვებული. შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და სხვა აქტორებთან ერთად შევა 51%-იან წილში“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.

„ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd). მათ 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა. ამ პერიოდში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ორივე კომპანიასთან, მაგრამ წინადადებები მივიღეთ მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან. მინდა გითხრათ, რომ Qingdao Port ტვირთბრუნვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია მსოფლიოში და მისი მმართველი კომპანია კონსორციუმის წევრია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე დღის უკან გამარულ ბრიფინგზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები