დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ საწარმოს მშენებლობასა და სერვისის ექსპორტს - ARTE

ვგეგმავთ საწარმოს მშენებლობასა და სერვისის ექსპორტს - ARTE

12-06-2024 18:00:00

ვგეგმავთ საწარმოს მშენებლობასა და სერვისის ექსპორტს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანია ARTE-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო გიგინეიშვილმა განუცხადა.

„გვაქვს საკუთარი მცირე წარმოება და გავხდით ქსოვილების იმპორტიორი კომპანია თურქეთიდან. ვაწარმოებთ ბრენდირებულ უნიფორმებს, ამ კუთხით გვაქვს ორი მიმართულება: ტექსტილი - მაისურები, ქუდები, კეპები, ჩანთები და ა.შ. სრულად ვფარავთ ამ მიმართულებას. მეორეა, პრომო აქსესუარები: კალამი, ჭიქა, თერმოსი, ბლოკნოტი, თერმო ჩანთა, ქოლგა და ნებისმიერი ბეიჯი, რაც ექვემდებარება ბრენდირებას.

სრულად ვფარავთ კორპორაციულ მიმართულებას, რაოდენობაში შეზღუდული არ ვართ. მეორეა, საცალო სერვისი,  მომხმარებელს ერთი პროდუქტის შეკვეთა შეუძლია ტექსტილის მიმართულებაში, ხოლო პრომო აქსესუარების შემთხვევაში გვაქვს ლიმიტირებული ტირაჟები. ვემსახურებით როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს“, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.

მისი თქმით, კომპანია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, დიდ კორპორაციებთან და საერთაშორისო კომპანიებთან და ყოველდღიურად იზრდება ARTE-ს სერვისების დამკვეთების რაოდენობა.

„კომპანია სწრაფად გაიზარდა. ორი წლის წინ ეს ბიზნესი ერთი მაისურით დავიწყეთ და დღეს განუსაზღვრელი რაოდენობის წარმოება შეგვიძლია. ერთ წელიწადში 850-მდე კომპანიას მოვემსახურეთ. კონკურენცია ძალიან დიდია ამ ბაზარზე. თითქმის ყოველი მეხუთე კომპანია ბრენდირებულ პროდუქციას აწარმოებს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სერვისი, რასაც მომხმარებელს ვპირდებით ვასრულებთ. ჩვენს საქმიანობაში ხარისხი არის მთავარი, შესრულების ვადები, კომუნიკაცია და ლოიალურობა. ჩვენთან თანამშრომლობა ყველა კომპანიისთვის კომფორტულია, რადგან როგორც ტექსტილის ისე პრომო აქსესუარების სერვისი ერთ სივრცეში გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამ დროისათვის ARTE -ში 20 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები