დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაკეში „წერტის"  ახალი მაღაზია გაიხსნა

ვაკეში „წერტის"  ახალი მაღაზია გაიხსნა

01-12-2023 20:50:34

,,წერტის" კიდევ ერთი ობიექტი მზადაა. 2 დეკემბერს ვაკეში, თაქთაქიშვილის  ქუჩაზე ,,წერტის"  მეხუთე ფილიალი გაიხსნება, რომელიც განსხვავებული კონცეფციისაა და სარეალიზაციო დანიშნულებით გამოირჩევა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ბექა გონაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს და ქსელის გაფართოებას მომავალ წელსაც გააგრძელებენ.

,,ჩვენი ახალი ფილიალი პროდუქციით წარმოებიდან მომარაგდება. ეს მისი განსხვავებული ნიშაა, რითაც ,,წერტის" კონცეფცია მცირედით შეიცვალა. როგორც სხვა ობიექტებში, მომხმარებელს ხორცის გარდა, ნახევარფაბრიკატებს, რძის პროდუქტებს, თევზს, ხილ-ბოსტნეულს, პურ-ფუნთუშეულს, ნატურალურ თაფლს, ჩირს, ჩურჩხელას და სხვა პროდუქტებს შევთავაზებთ. შემთხვევითი არ არის, რომ შარშანაც, სწორედ ამ დროს გავხსენით ორი ფილიალი, ასე მყარად და სტაბილურად ვაგრძელებთ განვითარებას, ამ ტენდენციას  მომავალ წელსაც შევინარჩუნებთ", - ამბობს ბექა გონაშვილი.

მისი ინფორმაციით, ,,წერტის" ფილიალებში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 140 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 9 ახალი ობიექტის თანამშრომელია. 

ბექა გონაშვილის თქმით, ,,წერტის" ფილიალებში მოხდება მაღალი ხარისხის  ჯანსაღი და 100%-ით უვნებელი პროდუქტების რეალიზაცია, რაც კომპანიის დამახასიათებელი ნიშაა და ბოლომდე ეს მიდგომა შენარჩუნდება.

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. 

კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
ვაკის ფილიალის საინვესტიციო ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. ფილიალში 12 ადამიანი დასაქმდა. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები