„საქართველოში მოგზაურობა, ნებისმიერი ტურისტისთვის, უსაფრთხო, საინტერესო და შთამბეჭდავია. საგულისხმოა, რომ ახალი, „უსაფრთხო ტურიზმის“ კამპანია აჭარიდან დაიწყო და სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად, პრიორიტეტია,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ ბათუმში, ტურიზმის რეფორმის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.
ღონისძიებაზე ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რეფორმის პროგრესის, ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები განიხილეს.
შეხვედრა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა - გიორგი პაპავამ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გახსნეს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე, ილია ვერძაძე, ტურიზმის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა