ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის დღის აღსანიშნავად კიევში 9 მაისს დილით ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
მან აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაბრუნდა კიევში, „სადაც ევროპელებისთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღე იცავენ".
„აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან შესაფერისი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნავად. ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 9 მაისის ევროპის დღის აღნიშვნას აქაც, უკრაინაში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ახლა ყოველწლიურად 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღეს აღნიშნავენ.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი