ურანის კონცენტრატის ფასმა აგვისტოს ბოლოს 16 თვის მაქსიმუმს მიაღწია და ფუნტზე (0,45 კგ) 58,8 აშშ დოლარს შეადგენს.
ამის მიზეზია ნიგერში მომხდარი აჯანყება. ეს ქვეყანა მსოფლიოში ურანის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. ამის შესახებ Financial Times ანალიტიკურ კომპანია Uranium Exchange Company-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ურანის კონცენტრატზე გლობალურმა მოთხოვნამ წლიურ მიწოდებას გადააჭარბა და გლობალურ ბაზარზე რყევები გამოიწვია.
იზრდება იმის შიში, რომ ნიგერში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება შეაფერხოს ურანის მიწოდება, რადგან Orano-ს პერსონალი, რომელიც აწარმოებს ატომურ საწვავს საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურებისთვის და ნიგერში ურანს მოიპოვებს, ქვეყნიდან ევაკუირებულია.
ნიგერი ურანის მეშვიდე მწარმოებელია მსოფლიოში. ამ ქვეყნის წილი წარმოების 5%-ია.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი