უნგრეთის კონკურენციის უწყებამ დაიწყო დაჩქარებული სექტორული კვლევა უნგრეთში განთავსების და სასტუმროების ონლაინ დაჯავშნისა და სერვისების ბაზარზე, რათა გამოავლინოს და შეაფასოს სექტორში მიმდინარე მოვლენები. საკითხი ეხება ბაზრის მოთამაშეების მიერ გამოყენებულ საკონტრაქტო პირობებსა და პრაქტიკას კერძო პროვაიდერების მიმართ.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის მოქალაქის განთავსების პროვაიდერის ბიზნესი ბოლო დროს სერიოზულად შეფერხდა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინ პლატფორმამ - Booking.com - მა გამოიყენა მათზე საკონტრაქტო პირობები და პრაქტიკა, რომელიც არ ვრცელდება სხვა პარტნიორებზე.
ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში კონკურენციის უწყებამ მიიღო 28 საჩივარი. სექტორი ასევე განსაკუთრებით დაზარალდა კორონა ვირუსის გამო, შესაბამისად უწყება აკონტროლებს ყველა გარემოებას, რამაც შეიძლება დაბლოკოს სექტორის აღდგენა და სამართლიანი კონკურენციის არსებობა. GVH შეაჯამებს სექტორის მოკვლევის შედეგებს საჯარო ანგარიშში. ამ ანგარიშის დასრულების ვადაა 30 დღე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დასაბუთებული გარემოებებით.
GVH იკვლევს, როგორ აცნობებს Microsoft მომხმარებლებს თავისი ახალი საძიებო სერვისის შესახებ უნგრეთის კონკურენციის უწყებამ დაიწყო მოკვლევა Microsoft წინააღმდეგ. საკითხი ეხება Microsoft-ის ახალ საძიებო სისტემას, და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მის გარკვეული მახასიათებლებს, რის შესახებაც შეიძლება სათანადოდ არ აცნობოს კომპანიამ მომხმარებლებს. მაგალითად, მომხმარებლებმა შეიძლება არ იცოდნენ სერვისის სანდოობის შესახებ ან რა ემართებათ მათ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც შეყვანილია საძიებო სისტემის გამოყენების დროს.
GVH ეჭვობს, რომ სერვისების წესები და მომხმარებლის ინფორმაცია ვრცელი, ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია და ზოგიერთ შემთხვევაში ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების არასწორი ინფორმირება მომსახურების სისრულის, პასუხების სანდოობის, დროულობისა და სიზუსტის შესახებ და სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემთა მენეჯმენტის შესახებ. აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ასევე დაიწყო მოკვლევა ChatGPT, და Al ჩატის სხვა სერვისზე, რომელსაც ოპერირებს OpenAI. საკითხი აქაც ეხება მონაცემთა მართვისა და სერვისის რისკებთან დაკავშირებულ არასამართლიან პრაქტიკას.
უნგრეთის კონკურენციის უწყება დიდ ყურადღებას აქცევს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ბაზრის ქცევის მოკვლევას, რაც გავლენას ახდენს მომხმარებელთა და ბიზნესის ინტერესებსა და პოზიციაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, GVH-მ დააწესა კონკურენციის გარკვეული ღონისძიებები Google-სა და PayPal-თან მიმართებით, ასევე Apple-მა და Booking.com-მა გადაიხადეს მნიშვნელოვანი ჯარიმები. უნგრეთის კონკურენციის უწყება ამჟამად იკვლევს Viber-ის, Rakuten ჯგუფის ნაწილის, და TikTok-ის ქცევას ბაზარზე, რომელსაც მართავს ByteDance.
უახლესი