დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნდა გაძლიერდეს კონტროლი, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლით ქვეყანამ რეალური სარგებელი მიიღოს - სოსო ბერიკაშვილი

უნდა გაძლიერდეს კონტროლი, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლით ქვეყანამ რეალური სარგებელი მიიღოს - სოსო ბერიკაშვილი

14-09-2023 11:13:34

ჩინეთის მოქალაქეების ქვეყანაში უვიზო შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა გრძელდება მსჯელობა, რამდენად არის გათვალისწინებული შესაძლო რისკები და კონკრეტულად ქმნის თუ არა საფრთხეს ქმნის ჩინეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო შეღავათი.

ტურისტულად მომგებიან გადაწყვეტილებას დემოგრაფიული კუთხით პრობლემად მიიჩნევს ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი, თუმცა Business Insider Georgia- თან საუბრობს იმაზეც, რომ სავარაუდოდ კონტროლი გამკაცრდება და ჩინეთიდან არალეგალური ნაკადების ზრდას მთავრობა არ დაუშვებს. ,,ტურისტული ინდუსტრიისთვის ჩინეთის ბაზარი ნამდვილად საინტერესოა. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მიიჩნევა, რომ ჩინელები გაცილებით უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსები, რაც ტურიზმს წაადგება. ამაში ცუდს არაფერს ვხედავ, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც, ეს გადაწყვეტილება არალეგალურ მიგრაციას ხომ არ გაზრდის, რადგან დიდია ალბათობა, რომ ჩინელებს საქართველოში დარჩენა და ცხოვრება მოუნდეთ“, - ამბობს ბერიკაშვილი და დასძენს, რომ პარალელურად უნდა გაძლიერდეს კონტროლი, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლის გადაწყვეტილებით ქვეყანამ რეალური სარგებელი მიიღოს და ტურიზმის განვითარებას შეეწყოს ხელი. ,

,ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანაა მრავალრიცხოვანი მოქალაქეებით, საიდანაც წასვლაზე ბევრი ოცნებობს. ვერ ვიტყვი, რომ ღარიბი მოსახლეობა შემოვა, რადგან ამ ადამიანებისთვის საქართველოში დასვენება და ცხოვრება მაღალ ხარჯთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც ბევრს არ ექნება. თუმცა, თუკი ტურისტულად ჩამოსული ადამიანები აქ მოინდომებენ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენას და არალეგალურად ცხოვრებას, გარკვეულ საფრთხეს შექმნის. გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ დეტალები არ ვიცით.

ვფიქრობ, მთავრობას ამ საკითხზე ნაფიქრი და ნააზრევი აქვს, სპონტანური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. ვფიქრობ, სარგებელი გაცილებით მეტი იქნება და ისეთიც, რომ ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას დაეტყოს, რასაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებისგან ველით“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 30 დღე შეუძლიათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული პერიოდი ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

მინისტრის განმარტებით, ყოველწლიურად ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები