დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინუმუმამდე შემცირდა - სებ

უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინუმუმამდე შემცირდა - სებ

19-10-2023 14:30:38

ფინანსური კრიზისის შემდეგ უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინუმუმამდე შემცირდა. სებ-ი თავის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერს, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან, უმოქმედო სესხების ფარდობამ შემცირება კვლავ განაგრძო და 2023 წლის პირველი ნახევრისათვის 3.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც ფინანსური კრიზისის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმოქმედო სესხების წილის წლიური ცვლილების დეკომპოზიციის მიხედვით, 2022 წლის ბოლოდან უმოქმედო სესხების წილის კლებას ძირითადად სესხების ზრდა განაპირობებს. მნიშვნელოვნად შემცირდა საშეღავათო პერიოდის მქონე სესხების წილიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული სესხები უმოქმედო სესხებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. უმოქმედო სესხების გადაფარვის კოეფიციენტი მაღალ დონეზე ნარჩუნდება. 2023 წლის ივნისში მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვის უმოქმედო სესხებთან ფარდობამ 105 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არსებული გაურკვევლობისა, საბაზო სცენარში უმოქმედო სესხების წილის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები