დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ

24-04-2024 10:40:00

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ. მთავრობის №147 დადგენილების მიხედვით, „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“.
საუბარია უკრაინის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შემოვიდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ. 

უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს 2024 წლის 24 თებერვლამდე ორწლიანი ვადის გახანგრძლივება, დამატებითი ჯარიმების გარეშე კიდევ ერთი წელი შეძლებენ ქვეყანაში დარჩენას.

მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ „დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.

რეალურად აღნიშნული დადგენილებით ირაკლი კობახიძის მთავრობამ უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებს ქვეყანაში ყოფნა გაუხანგრძლივა. 

დღემდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 2 წლის განმავლობაში შეეძლოთ, ცვლილება მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა. თუმცა მანამდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 1 წელს შეეძლოთ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები