უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა ბახმუტთან რუსეთის ფედერაციის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები დაამარცხეს. გაათავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი და ტყვედ აიყვანეს დამპყრობლები.
ამის შესახებ ინფორმაციას, აზოვის პოლკის დამფუძნებელი და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერი ანდრეი ბილეცკი აცხადებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის შეტევითი მოქმედებების შედეგად დამარცხდნენ რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები. ფაქტობრივად, ამ ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეულები მთლიანად განადგურდა.
განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ავიყვანეთ ტყვეები. დიდი ზარალი განიცადა სამხედრო-სამრეწველო კომპლექს „ვაგნერის“ მე-3 მოოიერიშე რაზმმა. ე.წ. შეტევითი ოპერაციები განხორციელდა 3 კმ სიგანისა და 2 კმ 600 მეტრის სიღრმის ზოლში. მთელი ეს ტერიტორია მთლიანად გათავისუფლდა რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, - ამბობს ბილეცკი. .
ბილეცკის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლა და მეთაურობა.
მანამდე, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72–ე ბრიგადა ბახმუტის რაიონში თავისი პოზიციებიდან გავიდა.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი