,,უკრაინამ შესაძლოა, მარცვლეულის გადაზიდვისთვის შავი ზღვის ახალი მარშრუტი გამოიყენოს ", - ამის შესახებ REUTERS-ი წერს.
უკრაინა, ომის დროს შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვისთვის მას შემდეგ განიხილავს, რაც გასულ კვირას გემის მარშრუტზე პირველი წარმატებული ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინა არის გლობალური მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი და მილიონობით ტონა საკვებს თავისი ღრმაწყლოვანი შავი ზღვის პორტებიდან ოდესიდან და მიკოლაივიდან გზავნის.
გემების მფლობელების მოსაზიდად უკრაინის პორტებში, რომლებიც რუსული ძალების მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოექცნენ, უკრაინამ უკვე გამოყო 20 მილიარდი გრივნა (547 მილიონი დოლარი) გემების დაზღვევისთვის.
თუმცა, მიკოლა გორბაჩოვმა, უკრაინის მარცვლეულით მოვაჭრეების გაერთიანების UGA-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიუხედავად შესაძლო ზარალის კომპენსაციის მექანიზმისა, მას ეჭვი ეპარება, რომ გემის ბევრი მფლობელი მზად იყო დროებითი დერეფნების გასავლელად.
„კერძოდ, დიდი ოდესის პორტებში გემის ჩატვირთვას მინიმუმ ორი-სამი დღე სჭირდება. თუ ამ დროის განმავლობაში პორტის ინფრასტრუქტურა კვლავ იქცევა მტრის თავდასხმის ობიექტად, არსებობს გემებისა და ტვირთის დაზიანების რისკი", - განაცხადა მიკოლა გორბაჩოვმა.
მისივე თქმით, მიზანშეწონილი იქნება დროებით დერეფნებში სამოქალაქო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის მოძიება, მაგალითად, სამხედრო ესკორტით.
„NATO-ს ხომალდებს შეეძლებათ უპასუხონ საფრთხეებს, მათ შორის სარაკეტო თავდასხმებს პორტის ინფრასტრუქტურაზე“, - თქვა უკრაინის მარცვლეულით მოვაჭრეების გაერთიანების UGA-ს ხელმძღვანელმა.
უახლესი