26-28 აპრილს ExpoGeorgia-ს ორგანიზებით , საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორანიზებით და Fiabci Georia-სთან პარტნიორობით უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული გაიმართება.
კვირეული ერთ სივრცეში სამ ღონისძიებას აერთიანებს:
ვინ იღებს მონაწილეობას გამოფენაში?
მონაწილეობას იღებენ სამშენებლო დეველოპერული კომპანიები,რომლებიც ამ სამი დღის განმავლობაში სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობენ უძრავი ქონების ყიდვის მსურველებს.
უკვე რეგისტრირებულია 30 მდე სამშენებლო კომპანიადა, რეგისტრაცია გრძელდება: Idea development, Monolith, Grande, Domus, White square, Simetria, CMC,Silk development, Vila residence, Top Line Construction,IBCCS,GREA, Index-Wealt Management, Smart house, Archi, Alliance City, Otium Development-Radiusi,Impel development, T Estate, Inn Development, Gurgenidze Architect, Arci.
ასევე მნიშვნელოვანი სიახლე წელს გამოფენაში მონაიწილეობის საშუალება ექნებათ როგორც საბროკერო კომპანიებს ისე ინდივიდუალურად ბროკერებს (მონაწილეობაზე განცხადებების მიღება დაწყებულია) ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება ბევრი და მრავალფეროვანი გასაყიდი უძრავი ქონების არჩევანი დახვდეს დამთვალიერებელს.
მიმდინარეობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან მოლაპარაკება/რეგისტრაცია დღევანდელი მონაცემებით 60 მდე საერათაშორისო კომპანიას ვუმასპინძლებთ, დაგეგმილია b2b შეხვედრები და სხვადასხვა ნეთვორქინგ საღამოები.
საბროკერო კომპანიები იქნებიან შემდეგი ქვეყნებიდან : ყაზახეთი, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი, პორტუგალია, არაბული ქვეყნები, თურქეთი, ჩინეთი,სომხეთი.
პარალელური ღონისძიებები
ორი დღის განმავლობაში გამოფენის პარალელურად უძრავი ქონების გარშემო კონფერენცია გაიმართება,სადაც ბევრ საერთაშორისო ძალიან საინტერესო გამომსვლევს შეხვდებით. წლევანდელი ღონისძიების მტავარი თემები:
- კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყნის პერსპექტივები უძრავი ქონების მიმართულებით
- ინვესტორების მოლოდინები და სურვილები ქართულ ბაზარზე (სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორების გამოცდილების გაზიარება)
-უძრავი ქონების საერთაშორისო გაყიდვების და მარკეტინგის არხების მიმოხილვა.
დაჯილდოვება კვირეულის ფარგლებში გაიმართება მონაწილე კომპანიების დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებული გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში,
როგორიც არის დამთვალიერებლებთან კომუნიკაცია, სტენდის დიზაინი, გამოფენამდე მარკეტინგული კომუნიკაცია, დამთვალიერებლის რჩეული კომპანია და სხვა.
ველოდებით რომ კიდევ უფრო მომზადებულებ და საინტერესო შეთავაზებებით დახვდებიან კომპანიები დამთვალიერებლებს.
უახლესი