ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალი ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 944,335.02 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 375%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 198,682.72 ლარის აკუმულირება მოხდა.
2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 944,235.02 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
უახლესი
51 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია