Uber აპლიკაციის საშუალებით კაპადოკიაში საჰაერო ბურთით გასეირნების სერვისის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ეს სერვისი არის Go Anywhere პროექტის ნაწილი, რომელიც მოიცავს სხვა ექსკლუზიურ ტურისტულ სერვისებსაც.
Uber Balloon გორემეს ეროვნულ პარკში გაუშვეს. “პაკეტში” შედის ტაქსის ტარიფი გამგზავრების პუნქტამდე და თავად ფრენა. თითო ადამიანზე – 150 ევრო. მაგრამ პირველი 100 იღბლიანისთვისყველაფერი უფასოა – ახალი სერვისის გაშვების საპატივცემულოდ.
Uber საჰაერო ბურთით გასეირნება შესაძლებელია და უკეთესიც არის, რომ დაჯავშნოთ წინასწარ. მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ ისინი აფრინდება, რადგანაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე.
სხვათა შორის, Uber-მა მსგავსი სერვისები უკვე გამოსცადა სხვა ქვეყნებში. მაგალითად, Uber Boat მუშაობს მიკონოსში, ხოლო Uber Sleigh მუშაობს ლაპლანდიაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა