დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უამინდობამ დაგვაზარალა, პროგნოზირებულზე მცირე მოსავალი მივიღეთ - ნუშიკოს ბაღი

უამინდობამ დაგვაზარალა, პროგნოზირებულზე მცირე მოსავალი მივიღეთ - ნუშიკოს ბაღი

26-09-2023 18:06:05

მიმდინარე წელს ნუშიკოს ბაღი14 ტონამდე ნუშის მოსავლის მიღებას პროგნოზირებდა, თუმცა  როგორც Business Insider Georgia-ს ფერმერმა ზაზა ხელხელაურმა განუცხადა, მოსავლის აღების პროცესი ერთ კვირაში დასრულდება და მოცულობა დაახლოებით 10 ტონა შეადგენს. 

„წელს უამინდობამ დაგვაზარალა. ნუშის ყვავილობას ყინვები დაემთხვა, შემდეგ სეტყვა. ჩემი პროგნოზით, კახეთის რეგიონში ნუშის მოსავალი პროგნოზირებულზე დაბალი იქნება“, - ამბობს ფერმერი. 

რაც შეეხება ფასს, ჯერ-ჯერობით ბაზარზე გაურკვეველი ვითარება, რადგან მოსავლის აღება არ დასრულებულა. 

გასულ სეზონზე 1 კილოგრამი გარჩეული ნუშის ფასი 30 ლარი იყო, ხოლო გასატეხი ნუშის ფასი -9 ლარი.

ფერმერი, პროდუქციის გასაღების ბაზრად, კვლავ საქართველოს განიხილავს. „ექსპორტს არ ვგეგმავ. გაყიდვებს კვლავ ონლაინ რეჟიმში განვაგრძობ, რადგან სუპერმარკეტები მიუწვდომელია. მქონდა შემთხვევა, როცა ჩემი პროდუქცია დახლებზე აღარ იყო, მაგრამ თანხა არ გადამიხადეს“, - ამბობს „ნუშიკოს ბაღის“ მფლობელი. 

რაც შეეხება ექსპორტს, ფერმერ ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპორტისთვის მცირე მოსავალს აწარმოებს.

„ალბათ სამომავლოდ შეიქმნება გადამამუშავებელი საწარმოები, ისევე როგორც დღეს ეს თხილზეა. ან მე შევქმნი და შევიძენ სხვისგან და გადამუშავება დასაწყობების შემდეგ ექსპორტზე გავიტან. რადგან ნუშის ექსპორტს ფერმერები  ინდივიდუალურად ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ზაზა ხელხელაური. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები