დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათებული წინანდლის პარკის მონახულებას თებერვლის ბოლომდე შეძლებთ

განათებული წინანდლის პარკის მონახულებას თებერვლის ბოლომდე შეძლებთ

18-01-2025 23:43:00

განათებული წინანდლის პარკის მონახულებას თებერვლის ბოლომდე შეძლებთ. 

ცნობისთვის, რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. იგი კახეთში, XVIII საუკუნის იმ ისტორიულ პარკში მდებარეობს, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმი ქართული რომანტიზმის ფუძემდებლისა და იმდროინდელი ეპოქის ცხოვრებას წარმოაჩენს, ამიტომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. 

141-ოთახიანი სასტუმროს დიზაინზე საერთაშორისოდ აღიარებულმა არქიტექტორებმა —  ჯონ ფოტიადისმა, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერესმა იმუშავეს. მისი საოცარი ინტერიერი მსოფლიოში ცნობილმა ინდუსტრიულმა დიზიანერმა, ინგო მაურერმა და ქართველმა მოქანდაკემ, თამარ კვესიტაძემ შექმნეს. სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული სივრცის, მსოფლიო მასშტაბის ღია ამფითეატრის ავტორი კი ხავიერ ფაბრეა. ამფითეატრი 1200 მაყურებელს იტევს და კონცერტებს, ქორწილებს, გალა ვახშმებს, სპექტაკლებსა თუ მოდის შოუებს მასპინძლობს. 

May be an image of 6 people, trumpet, saxophone and clarinet

May be an image of 5 people

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები