ავსტრიის ბუნდეს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების ნახევარ-მცველი „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.
უახლესი
6 საათის წინ
Bolt - 50% ფასდაკლება აეროპორტის მგზავრობებზე