დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უახლოეს პერიოდში კომუნალური ტარიფების გადახედვა არ იგეგმება - დავით ნარმანია

უახლოეს პერიოდში კომუნალური ტარიფების გადახედვა არ იგეგმება - დავით ნარმანია

29-10-2024 19:00:00

ჩვენ გაქვს ისეთნაირი სატარიფო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ვწურავთ კომუნალური კომპანიების ტარიფებს, როცა მათ ვადგენთ, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე. დავით ნარმანიას განმარტებით, დღეს საქართველოში კომუნალური ტარიფები საკმაოდ დაბალია. ნარმანიამ მოსახლეობა დაამშვიდა და განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში კომუნალური ტარიფების კორექტირება მოსალოდნელი არ არის. 

„საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია. ჩვენ გაქვს ისეთნაირი სატარიფო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ვწურავთ კომუნალური კომპანიების ტარიფებს, როცა მათ ვადგენთ. აქედან გამომდინარე მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ჩვენზე დაბალი ტარიფი, რაც ბუნებრივია, რადგანაც მათ აქვთ ენერგეტიკული რესურსები, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყანაა და ეს უპირატესობა მას აქვს. სხვა ნაწილში ჩვენ ტარიფების დადენის კუთხით გაქვს ისეთი პოლიტიკა, რომ ხარჯებს მაქსიმალურად აუდიტს ვუკეთებთ და ვწურავთ და ვითვალისწინებთ მინიმალურად აუცილებენ ინვესტიციებს ქსელის განვითარებისთვის, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთ-ერთი დაბალი ტარიფები გვქონდეს. 

ზამთრის სეზონი მოდის და ყოველთვის აინტერესებს მომხმარებელს რა ელოდება სატარიფო კუთხით. მინდა მომხმარებელი დავამშვიდო, არც ელექტროენერგიის, არც ბუნებრივ აირზე და არც წყალმომარაგების ნაწილში ჩვენ ტარიფები გადახედვა/გაზრდა არ გვიწევს. ჩვენ გადავედით ტარიფების დადგენის საშუალო და გრძელვადიან მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც სემეკი ყოველწლიურად არ ადგენს ტარიფებს. შესაბამისად გასულ წელს გადავხედეთ ელექტროენერგიის ტარიფს, შევამცირეთ 3 თეთრით. პირველად მოხდა შემცირება, როგორც მოსახლეობისთვის ისე კომერციული სექტორისთვის და ამ შემცირებულ ტარიფს ჩვენ მინიმუმ მომდევნო წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ. 

რაც შეეხება ბუნებრივ აირის 2 წლის წინ დავადგინეთ ბუნებრივ აირზე 5 წლიანი ტარიფი და აქედან გამომდინარე აქაც შემდგომი 3 წლის განმავლობაში ტარიფს გადახედვა არ უწევს. 

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს 3 წლიანი ტარიფი დავადგინეთ გასული წლის ბოლოს და მომდევნო 2 წლის განმავლობაში წყალმომარაგების ტარიფებიც იქნება უცვლელი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები