დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
UAG-ის 100 თანამშრომელი ,,112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ სერვის პლუსის მიმართულებით გადამზადდნენ

UAG-ის 100 თანამშრომელი ,,112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ სერვის პლუსის მიმართულებით გადამზადდნენ

05-07-2024 13:50:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ  ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ.

4 კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. 112-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა. ტრენინგის დასასრულს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ და ,,112”-ისდირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

,,დასრულდა აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლების ტრენინგები, რომლებიც მიმართული იყო მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებაზე. აღნიშნული ტრენინგები გაიარეს ჩვენი კომპანიის 100-მდე თანამშრომელმა როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ე.წ. front desk-ის პერსონალმა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ მსგავსი სახის ტრენინგები, რომელთა პერიოდულად ჩატარებაც იგეგმება, თითოეული მათგანის კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენ მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესებას,-‘’ განაცხადა ლევან ცხადაძემ.

სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტებისგაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლოტრენინგები სერვის პლუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებს პერიოდულად ჩაუტარდებათ.  საჭიროების შემთხვევაში შესაბამისირეკომენდაციების შემუშავება იგეგმება.

UAG

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები