Twitter-მა ყველა მომხმარებლისთვის შეტყობინებების წაკითხვის ლიმიტები შემოიღო.
ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.
მისი თქმით, დამოწმებული ანგარიშები დღეში 6 ათასამდე შეტყობინების წაკითხვას შეძლებენ, შეზღუდვა კი დროებითია.
როგორც ითქვა, დაუდასტურებელი Twitter-ის ანგარიშების მომხმარებლებს შეუძლიათ დღეში 600 შეტყობინების ნახვა, ხოლო ახალ ანგარიშებს დღეში მხოლოდ 300 შეტყობინების ნახვა შეუძლიათ.
სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება, რომ „სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბა" - და სოციალურმა მედიაში გაჩნდა შეტყობინება RIP Twitter და #Twitterdown-ი.
მასკს არ უთქვამს, რამდენ ხანს გაგრძელდება დროებითი შეზღუდვები.
უახლესი