დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ კილიჩდაროღლუ.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურება, იტყობინება Anadolu Agency.
ქვეყანაში 191 000-ზე მეტი საარჩევნო ყუთი დამონტაჟდა. ამომრჩეველთა რაოდენობა 60 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
ხმების დათვლა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომელიც 14 მაისს გაიმართა, ერდოღანს ხმა ამომრჩეველთა 49,5%-მა მისცა, კილიჩდაროღლუს – 44,9%-მა.
პირველი ტურის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო.
კილიჩდაროღლუმ მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად მეორე ტურში მონაწილე კანდიდატს ხმების უბრალო უმრავლესობის მოპოვება დასჭირდება.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ და სასაზღვრო პუნქტებში 20-24 მაისს გაიმართა. ხმის მიცემის პრიცედურა მსოფლიოს 73 ქვეყანაში 167 საარჩევნო უბანზე გაიმართა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ათა ალიანსიდან სინან ოგანმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 5,2% მიიღო, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ხმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მისცენ.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი