თურქეთი მალე განაახლებს ნავთობის ნაკადების მიწოდებას ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალში, რომლის ოპერირებაც 6 თებერვლის დილის მიწისძვრის შემდეგ შეწყდა.
ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-ის მონაცემებით, პორტიდან ექსპორტზე იანვარში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა, რაც გლობალური მარაგის 1%-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებიბთ, 6 თებერვალს დილით თურქეთში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სტიქიის შედეგად 3 549 ადამიანი დაიღუპა, 22 168 დაშავდა, 5 775 შენობა დაინგრა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
უახლესი
55 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა