აგვისტოს ბოლოს, თურქეთში ინფლაციამ მნიშვნელოვანი შენელება აჩვენა. აგვისტოს მონაცემებით, თურქეთში ინფლაცია 51,97%-ი იყო, მაშინ როდესაც ივლისის 61,8%-ს შეადგენდა.
Turkstat-ის ინფორმაციით, აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის ცალკეულ თვეებში განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის მინიმუმია.
საგულისხმოა, რომ მაისის რეკორდული 75,45%-იანი ინფლაციის შემდეგ, ბოლო სამი თვეა ქვეყანაში ინფლაცია მცირდება.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი თურქეთში აგვისტოში 2,47%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 9,09%-ით.
აგვისტოში ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა: განათლების სექტორში (120,81%), საცხოვრებლის (101,49%) და სასტუმროების, კაფე და რესტორნების (67,7%) მიმართულებით.
თურქეთის ეკონომიკა მრავალი თვის განმავლობაში მაღალი ინფლაციის ფონზე ზარალდება, რაც ზეწოლას ახდენს როგორც მოხმარებაზე, ასევე მრეწველობაზე. 2021 წლის ბოლოს, სავალუტო კრიზისმა თურქეთი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ინფლაციის წინაშე დააყენა. ლირის კურსის მკვეთრი ვარდნით ქვეყანაში ცხოვრება მკვეთრად გაიზარდა, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.
შინამეურნეობების მდგომარეობის შესამსუბუქებლად წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ მინიმალური ხელფასის გაზრდა გადაწყვიტა, მაგრამ ამ ქმედებამ მსოფლიოს ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ინდუსტრია ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახადა. სტამბოლის ტანსაცმლის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს სექტორის ექსპორტი 9,2%-ით შემცირდა და 19,3 მილიარდ დოლარი შეადგინა.
უახლესი