ჟურნალ Lloyd's List-ის მიხედვით, ოთხი თურქული პორტი მსოფლიოში საუკეთესო საზღვაო ნავსადგურების ტოპ 100-ში შევიდა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტეინერო გადაზიდვების რაოდენობით მსოფლიოს ტოპ -100 პორტის რეიტინგში მოხვდა ამბარას, კოჯაელის, მერსინისა და თეკირდაგის პორტები.
კერძოდ, ამბარას პორტმა სიაში 74-ე ადგილი დაიკავა, კოჯაელი 89-ე, მერსინი 92-ე, თეკირდაგი 100-ე ადგილზეა.
უწყების ცნობით, ეს წარმატება გადაზიდვისა და ლოჯისტიკის სფეროში განხორციელებული არაერთი ინვესტიციის შედეგია, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საზღვაო პოტენციალის განვითარებისკენ.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი