დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთი ინფლაციის კლების მოლოდინშია

თურქეთი ინფლაციის კლების მოლოდინშია

24-09-2024 10:23:00

თურქეთი მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი შემცირების პერიოდში შევიდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

თურქეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 50%-ზე დაბლა დაეცემა. აგვისტოში ინფლაცია ქვეყანაში  მკვეთრად შენელდება და 51,97%-ი შეადგინა, როდესაც ივლისში მისი მაჩვენებელი 61,78%-ი იყო. 

„ჩვენ შევედით ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი შემცირების პერიოდში, რაც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა მსოფლიოსთან ერთად“, - ციტირებს თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu აშშ-ში ვიზიტით მყოფი თურქეთის ლიდერის სიტყვებს. .

იმავდროულად, თურქეთის ცენტრალური ბანკი 6 თვის განმავლობაში არ ცვლის ძირითად განაკვეთს, ის 50%-ზე რჩება; ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ოსმან აქჩაის თქმით, მარეგულირებელი ჯერ არ გეგმავს მის შემცირებას - განაკვეთის შემცირების წინაპირობა ინფლაციის მდგრადი კლება იქნება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები