ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2032 წელს თურქეთში გაიმართება. თურქეთი ჩემპიონატის მასპინძლობით 1 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმედ ბუიუკექსიმ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ EURO 2032-ზე ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავა.
შეგახსენებთ, რომ უეფამ გამოაცხადა, რომ 2032 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის, EURO 2032-ის მასპინძლობა თურქეთისა და იტალიის პარტნიორობას გადაეცა.
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული, უეფას დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა, რომ ევრო 2032 თურქეთ-იტალიის პარტნიორობას გადაეცა.
მეორეს მხრივ, ასევე ცნობილი გახდა, რომ EURO 2028-ის მასპინძლობა გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკის პარტნიორობას გადაეცა.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი