ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში არსებული 20591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ასხვისებს. აუქციონი 28 ივნისსაა ჩანიშნული, ხოლო ობიექტის საწყისი ღირებულება 721 000 ლარია.
აუქციონის პირობებში წერია, რომ ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი არის სასტუმრო
ქონების საპრივატიზებო პირობების თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.
ასევე სასტუმროში არანაკლებ 10 ადამიანი დაასაქმოს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა