ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ ვერტმფრენით, მყინვარწვერიდან ტურისტი ჩამოიყვანეს, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ კომერციულმა ოფიცერმა ვერტმფრენების მიმართულებით თემურ ლელაძემ განუცხადა.
ლელაძის ინფორმაციით, მყინვარწვერზე, 4 900 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ისრაელის მოქალაქის შესახებ, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო, შეტყობინება სამაშველომ 11:10 საათზე მიიღო.
დაშავებული ტურისტის გადარჩენის მიზნით, პროცესში ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ A gustsa A109 K2 -ის ტიპის ვერტმფრენი ჩაერთო. „საათნახევარში ადგილზე ვიყავით. ისრაელის მოქალაქე, რომლის გადარჩენისა და ევაკუაციის პროცესში ჩავერთეთ მყინვარწვერიდან ჩამოვიყვანეთ. ტურისტი 14:00 საათზე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი“, - აცხადებს თემურ ლელაძე.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა