ყვარლის ღვინის მარანი, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“ ფლობს, ტურისტების საყვარელი ადგილია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს ვიზიტორების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.
„ტურისტული ობიექტი ყვარელში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ვიზიტორები. დიდი მოთხოვნა იყო ყვარლის ღვინის მარნის ტურებზე არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, გალფის ქვეყნებიდან. წელს გვსტუმრობენ ტაილანდიდან, ჩინეთიდან, კორეიდან. ასევე ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ, გერმანიიდან გვყავს ბევრი სტუმარი“, - აცხადებენ კომპანიაში.
რას სთავაზობს ყვარლის ღვინის მარანი ტურისტებს
„გვაქვს სპეციალური ტურები. ღვინის დეგუსტაცია ხდება გვირაბში. გვირაბის სიგრძეა 7,7 კილომეტრი. სტუმრები შედიან გვირაბში, ათვალიერებენ ამ უნიკალურ ღვინის საცავს. ადგილზე ხდება იმ ღვინის დაგემოვნება, რომელსაც სტუმარი თავად აირჩევს. დეგუსტაციაში შედის წასახემსებელი, ასევე კომპანია სთავაზობს სტუმრებს ყურძნის უნიკალურ წიპწის ზეთს. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ საკოლექციო ვენახი, სადაც 311 ჯიშის ვაზია გაშენებული. ტურისტებს ემსახურებათ ელექტრომობილი და გიდი.
ამის გარდა ტურში შედის „კულინარიული მასტერკლასები“, ასევე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ქართული ტრადიციული კერძები თავად მოამზადონ და დააგემოვნონ. აქვეა რესტორანიც“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორია ფასები: ღვინის გვირაბის დათვალიერება - 1 სტუმარი 7,00 ლარი, საკოლექციო ვენახების დათვალიერება ელექტრომობილით - 10,00 ლარი;
პაკეტი „კლასიკური“ - 2 კლასიკური ღვინის დეგუსტაცია - 1სტუმარი 14,00 ლარი, 10 + სტუმარი 12 ლარი.
პაკეტი „ქვევრი“ - 1 სტუმარი 17,00 ლარი, 10+სტუმარი 15,00 ლარი პაკეტი „მიქსი“ – 3 ქვევრის ღვინის დეგუსტაცია - 1 სტუმარი 25,00 ლარი.
პაკეტი „დეგუსტაცია და მასტერკლასები“ – 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება - 1 სტუმარი 45,00 ლარი; 10+ სტუმარი 40,00 ლარი.
პაკეტი „ქართული ნაციონალური“ - 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 65,00 ლარი; 10+სტუმარი 53,00 ლარი.
პაკეტი „პრემიუმი“ - 6 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 80,00 ლარი; 10+სტუმარი 70 ლარი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა