საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით დაკისრებული 10 000 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის მიერ წყნეთის გზატკეცილი N5-ში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი არ იყო მოწყობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასმელი წყლის მიწოდება არ შეესაბამებოდა ტექნიკურ ნორმებსა და სტანდარტებს.
კომპანიას დაევალა ხარვეზების გამოსწორება და მოქალაქისთვის სასმელი წყლის მიწოდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. განსაზღვრულ ვადაში დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სემეკი იმსჯელებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ სანქციის დაკისრებაზე.
უახლესი
12 წამის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი56 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა