დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლიურ ჭრილში სასტუმროების ფასები 10.0%-ით შემცირდა

წლიურ ჭრილში სასტუმროების ფასები 10.0%-ით შემცირდა

19-10-2023 14:30:38

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის სექტემბერში, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, 6.2%-ით შემცირდა. როგორც PMC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.9%-ით შემცირდა. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი რაჭაში (26.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-21.4%).

„2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 14.3%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (33.4%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-16.3%).

2023 წლის სექტემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 168 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 268 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა“, - განმარტავენ PMC-ში. 

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 495 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 780 ლარი შეადგინა, თბილისში - 623 ლარი, კახეთში - 514, ხოლო აჭარაში - 460.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები