დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 350-ზე მეტ უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს უმასპინძლა

წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 350-ზე მეტ უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს უმასპინძლა

29-12-2023 10:30:00

საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წელს,  მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ.

ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, ბლოგები, სიუჟეტები და ვიდეორგოლები ისეთმა გავლენიანმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს როგორიცაა:  The Guardian, Forbes, The Financial Times, Elle, The Times, Marie-Claire, National Geographic, Saveur, Vogue, The Sunday Times, The Huffington Post, Sueddeutsche Zeitung და სხვა.

საქართველოს შესახებ მომზადებულ ასობით სტატიასა და სიუჟეტს მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი, სოციალური ქსელების მომხმარებელი და ტელემაყურებელი გაეცნო.

წელს, ჯამში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში 67 საინფორმაციო ტური და 13 გაცნობითი ტური მოეწყო.  საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ თანამშრომლობის დაგეგმვისა და ერთობლივი ტურების მოწყობის მიზნით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები