დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

08-01-2024 16:30:00

ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს, რაც გაუმჯობესებაა 2023 წლის მოსალოდნელი 4.5%-დან, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„2023 წლის იანვარ-სექტემბერში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 2.6% შეადგინა, რაც შემცირებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მშპ-ის 3.2%-იანი დონიდან. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა (+29.2% წ/წ) და IT მომსახურების ექსპორტის (+87.0% წ/წ) ზრდამ განაპირობა. დეფიციტი შემცირებაზე ასევე პოზიტიურად მოქმედებდა ტრანსფერტების ბალანსის წლიური 6.4%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მშპ-ის 5.2%) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები