დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ეკომეგობრული ხაზი შევქმენით, ჩვენი პარტნიორი 50-ზე მეტი სასტუმროა - ,,ზარბაზანი"

წელს ეკომეგობრული ხაზი შევქმენით, ჩვენი პარტნიორი 50-ზე მეტი სასტუმროა - ,,ზარბაზანი"

08-12-2023 09:00:32

2023 წელი კომპანია ,,ზარბაზანის" საქმიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებულია. გარდა იმისა, რომ პარფიუმერული მიმართულება მუდმივად იხვეწება და იზრდება ასორტიმენტი,   კომპანიამ წელს ახალი ეკომეგობრული ხაზი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ჰიგიენური საშუალებების წარმოებას დისპანსერებით, როგორიცაა შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ტანის ლოსიონი.
აღნიშნულთან დაკავშირებით Businee Insider Georgia  -თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე საუბრობს.

,,წლევანდელი მიღწევებით და შედეგით კმაყოფილი ვართ. ვინაიდან ახალ კომპანიას წარმოვადგენთ, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს და მუდმივად მატულობს  ინტერესი ჩვენს მიერ გამოშვებული პროდუქციის მიმართ. სასტუმროებთან თანამშრომლობა ჩვენი ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებით და დისპენსერებით ვამარაგებთ.

თუკი საწყის ეტაპზე ჩვენი პარტნიორი 5 სასტუმრო იყო, დღეს მათი რაოდენობა 50-ს აჭარბებს. მზარდ ტენდენციას  ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი ქართული სასტუმროებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია, არ სჭირდებათ წინასწარი შესყიდვები, მარაგები, დასაწყობება და, რაც მთავარია, ჩვენ ვაწვდით ღვინის კოსმეტიკას ღვინის სამშობლოდან. ამით შევძელით, კარგად აგვეწყო ფეხი მსოფლიო ტრენდისთვის, რომელიც ეკომეგობრული მიმართულების გაძლიერებას ითვალისწინებს", - ამბობს ნანა დავითაძე.

გარდა ამისა, როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ისეთ ობიექტებში, როგორიცაა თბილისის აეროპორტის დუთი-ფრი, ასევე აფთიაქებში, სასტუმროებსა და სპა ცენტრებში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Zarbazani Wine & Beauty  გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები