დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმოება გასამმაგდა და ქსელურ მარკეტებში შევედით - შვეიცარიული აგროსკოლა ,,კავკასია“ 2023 წელს აჯამებს

წარმოება გასამმაგდა და ქსელურ მარკეტებში შევედით - შვეიცარიული აგროსკოლა ,,კავკასია“ 2023 წელს აჯამებს

04-12-2023 08:30:39

გასამმაგებული წარმოება, ქსელურ მარკეტებზე წვდომა და მოკლევადიანი ტრენინგების მიმართულებით პროფესიული პროგრამების გააქტიურება - სეგმენტურად ასე შეიძლება დაიყოს შვეიცარიული აგროსკოლა ,,კავკასიის" წლევანდელი საქმიანობა, სადაც შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით  Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა,, კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოკლევადიანი ტრენინგების საშუალებით 2023 წელს დაახლოებით 150 ადამიანი გადამზადდა, ხოლო წარმოებაში გასამმაგებული მაჩვენებლებია, რაც ძალიან კარგი შედეგია და ტრენდი მომავალი 2024 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

,,საკმაოდ ნაყოფიერი, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული წელია. ბევრი მოკლევადიანი ტრენინგი დავამატეთ, პროფესიული გადამზადების პროგრამები ძალიან წარმატებულად დაიწყო და დიდია ინტერესია ფერმერების მხრიდანაც. მომავალ წელსაც სამი ახალი ტრენინგი დაგვემატება.

რამდენიმე ფორმალური და არაფორმალური ტრენინგი ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც ჯამში 150-ზე მეტ ფერმერს მოვემსახურეთ.

ეს აქტივობები შენარჩუნდება. ვმუშაობთ ასევე ახალი ტრენინგ ცენტრის შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება მოკლევადიანი  ტრენინგების პროგრამებზე. პროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ვახორციელებთ. მომავალ წლიდან უფრო აქტიურად შევძლებთ ამ მიმართულებით საქმიანობას", - ამბობს  თინათინ მახარაძე.

რაც შეეხება სამეწარმეო მიმართულებას, მისი თქმით, სერიოზული ცვლილებებია, მათ შორის სუპერმარკეტების დახლებზე წვდომის კუთხითაც, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.

წარმოებული პროდუქტის მასშტაბს ვზრდით. რამდენიმე ახალი პროდუქტი დაგვემატა, მათ შორის იოგურტი, კარაქი, ყველი და სხვა, რაც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებია. სამეწარმეო ბიზნესში უკვე საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი.

გარდა ამისა, გავზარდეთ გაყიდვები და სუპერმარკეტების დახლებზე წვდომის არეალს ვაფართოებთ. წელს დავიწყეთ ქსელურ მაღაზიებთან აქტიური თანამშრომლობა,  მათ შორის, გუდვილთან", კარფურთან" და სხვა. შესაბამისად, გაყიდვები დაახლოებით გასამმაგებულია და მომავალ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება", - ამბობს თინათინ მახარაძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები