გაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ ღირსეულ წილს დავიმკვიდრებთ ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ მოახერხა და წელს 3 მნიშვნელოვანი მიმართულება გახსნა, რომელთაგან ერთ-ერთი ინდოეთია.
„მიმდინარე წელს ჩვენ, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გავხსენით. პირველია - ინდოეთი. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ უკვე გაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ინდოეთთან, დელის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.
ტურისტულ კომპანიები და სასტუმროები ამ თემას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებდნენ. ყველა ერთმნიშვნელოვნად გვთხოვდა დახმარებას, რომ ინდოეთთან პირდაპირი ფრენები დანიშნულიყო. ერთის მხრივ მათი თხოვნა შესრულებულია და ძალიან დადებით დინამიკას ვხედავთ, რადგანაც ინდოეთი ჩვენთვის ნამდვილად არის ახალი ტურისტული მიმართულება, რომელიც ემსახურება დივერსიფიკაციის სტრატეგიას.
მეორეს მხრივ საგულისხმოა, რომ ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტული ნაკადები ასევე მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქმიან ტურიზმზე, ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმის დარგისთვის, ინდოეთი ამ სპეციფიკით განსაკუთრებით ძლიერია. გაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ ღირსეული წილი დავიმკვიდროთ ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე.
მეორე არის ის, რომ ტაილანდიდან პირდაპირი საჰაერო ფრენები საკმაოდ მაღალი დატვირთულობით სრულდებოდა და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონზეც ვნახოთ მათი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მესამეს მხრივ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იცით, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი არის Wizz Air, რომელთან ერთადაც დავასრულეთ წარმატებით მოლაპარაკებები და ყველასთვის მაღალი მოლოდინის გათვალისწინებით კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ევროპული მიმართულებით ვახდენთ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას და ვიღებთ ევროპელ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა ეს სამი მიმართულება გამოვყო, რამაც კიდევ ახალ ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ქვეყანა“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ დამატებითი პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა