წამლის ხარისხის ლაბორატორია 10 მარტამდე გაიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორია უკვე აღიჭურვა და დაკომპლექტდა კადრებით.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოსთვის ახლა საკმაოდ პრობლემურია მედიკამენტების შემოწმება და სამინისტროს უწევს ნიმუშების ან უცხოეთში გაგზავნა, ან სამხარაულის ბიუროში გადაგზავნა.
წამლის ლაბორატორიის გახსნა კი საშუალებას შექმნის, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების წამლები ადგილზე, შერჩევის პრინციპით შემოწმდეს.
წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.
ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.
jandacva.ge
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა