ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას SEMURG INVEST-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნურჟან მარაბაევმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილია ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაც.
„TMTR, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ უმოკლესი და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტი, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩინეთსა და ევროპას შორის მთელი კონტინენტური ტრანსპორტის თითქმის 80 პროცენტი გადის ყაზახეთზე.
კურიკ პორტში ნავთობის ტერმინალის მშენებლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა TITR განვითარების საქმეში. შედეგად გადაზიდვის წლიური სიმძლავრე 5,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი მოიცავს ექსპორტის დივერსიფიკაციის დაგეგმილი მოცულობის 25 პროცენტს“, - განაცხადა ნურჟან მარაბაევმა.
მარაბაევმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის ტერმინალს მომავალში შეუძლია გაუმკლავდეს ქიმიური ნაყარი ტვირთს, მათ შორის "მწვანე" ამიაკის ექსპორტის შესაძლებლობებს ნავთობქიმიური ინდუსტრიისთვის და "მწვანე" პროექტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კურიკის პორტის განვითარების კონცეფცია რამდენიმე ტერმინალის მშენებლობას მოიცავს. ამჟამად პორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბორნე კომპლექსი და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი. დასრულდა ორი ნავმისადგომის, მისასვლელი სარკინიგზო ხაზების, მარცვლეულის ტერმინალის პირველი ეტაპის და ზოგადი ტვირთების ტერმინალის მშენებლობა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.
მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი