აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაცია ძალაში 2 აპრილს შევა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, იმპორტზე გადასახადის მატება გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის „უზარმაზარ ზრდას“ და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას შეერთებულ შტატებში.
თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობის ხაზგასასმელად ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ტარიფები სამუდამოდ დაწესდა.
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე