დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Trade Finance Global-მა  ვაჭრობის, სახაზინო და გადახდების ინდუსტრიაში გამორჩეულ ქალ პროფესიონალებს  შორის საქართველოს ბანკის  ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის დირექტორი, ფიქრია კეკელია დაასახელა

Trade Finance Global-მა ვაჭრობის, სახაზინო და გადახდების ინდუსტრიაში გამორჩეულ ქალ პროფესიონალებს შორის საქართველოს ბანკის ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის დირექტორი, ფიქრია კეკელია დაასახელა

07-03-2024 14:53:00

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Trade Finance Global-ი კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც  ვაჭრობის, სახაზინო და გადახდების ინდუსტრიაში გამორჩეულ ქალ პროფესიონალებს ასახელებს.

ამ მიმართულებით Trade Finance Global-მა ერთ-ერთ გამორჩეულ პროფესიონალად საქართველოს ბანკის ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის დირექტორი, ფიქრია კეკელია დასახელდა.  

Trade Finance Global-ის განცხადებით, აღნიშნულ ჯგუფში მოხვედრა ნიშნავს კოლექტიური მიღწევების, მიღებული გამოცდილებების და ამ სფეროში ქალების ინკლუზიურობის გაზრდისთვის გაწეული ძალისხმევის აღიარებას.

კამპანია მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში ქალების კარიერული განვითარების გზაზე არსებული ბარიერების შემცირების და მათი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ინიციატივის მთავარი ორიენტირი ქალების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში წინსვლის ხელშეწყობაა.

„ჩვენი კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ბარიერების აღიარებას და მათ დაძლევაში წვლილის შეტანას. რადგან კარგად გვესმის, რომ თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ ქალების გაძლიერებას და უფრო მეტად ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, ეს მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის არ იქნება მოგებიანი - ეს იქნება კეთილდღეობის მომტანი მთელი საზოგადოებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინვესტიცია უფრო ნათელ მომავალში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ამიტომ, ჩვენი კამპანიის მიზნად დავისახეთ, ვიზეიმოთ ქალი პროფესიონალების მიღწევები და ხელი შევუწყოთ სხვების მოტივაციას, გამოცადონ საკუთარი თავი ვაჭრობის, სახაზინო და გადახდების მიმართულებით და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რომ წარმატება ხელმისაწვდომია“, - ვკითხულობთ Trade Finance Global-ის განცხადებაში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები