საავტომობილო კონცერნმა Toyota Motor-მა 2023 ფინანსური წლის პირველ ნახევარში (რომელიც დაიწყო 1 აპრილს) 5,58 მილიონი მანქანა გამოუშვა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო განსაზღვრული დროის განმავლობაში. ამას კი Toyota Motor-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.
კონცერნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში კომპანიის წარმოება 12,8%-ით გაიზარდა.
ამასთან, კალენდარული წლის პირველ ნახევარში იაპონურმა ავტომწარმოებელმა რეკორდიც დაამყარა, რომელმაც 5,6 მილიონზე მეტი მანქანა გამოუშვა.
მანქანების დიდი უმრავლესობა (4,2 მილიონზე მეტი) გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ იანვრიდან ივნისამდე.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი