დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

09-07-2024 11:19:00

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრიბათუმი“ დააფინანსებსსაჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. ტოიოტაცენტრი ბათუმი უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას.

ტოიოტა ცენტრი ბათუმმაწინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა - მარიამგურგენიშვილს, რომელიც გემის პირველი ქალი მექანიკოსია და მარიამ ტუსკიას, რომელიც გემისმომავალი კაპიტანია.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმისდირექტორი: მეზღვაურების მხარდაჭერატოიოტა ცენტრი ბათუმისსტრატეგიის ნაწილია, რადგან მეზღვაურის პროფესია ჩვენსრეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძოა. გვიხარია, რომ შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიანდა ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ მხარში ვუდგავართ მომავალ მეზღვაურ გოგონებს, რომლებმაც ყველანაირიწინააღმდეგობა გადალახეს და ამ .. არაქალურ საქმიანობად მიჩნეული სპეციალობისარჩევით გაბედული ნაბიჯი გადადგეს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და ამით სხვებისთვისაც ხდებიანდიდი მოტივატორები“.

სტუდენტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელადუყვარს მეზღვაურის პროფესია და რეალურად აპირებს, გაჰყვეს ამ საქმიანობას. სწორედ ასეთისტუდენტი აღმოჩნდა ლიზი ქავთარაძე, რომელიც მეზღვაურის პროფესიით ბავშვობაშიდაინტერესდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე 11 წლის ასაკში სოციალურ ქსელშიმეზღვაურ გოგონაზე შემთხვევით ნანახმა სტატიამ მოახდინა.

ლიზი ქავთარაძე, ბათუმისსახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი: ადრეული ასაკიდანვე მიზიდავდა ზღვა დაძალიან დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. მეზღვაურობაზე ფიქრითავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა, თუმცა ოჯახი და მეგობრები დავარწმუნე, რომ ეს ჩემი გულწრფელი არჩევანი იყო. ამ ეტაპზე, როგორც სტუდენტისთვის, მთავარიგამოწვევაა, წარმატებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომლებიც გემის კაპიტნობამდეღირსეულად მისასვლელად მჭირდება და შემდეგ უკვე შორეულ ნაოსნობაში წავიდე. მეზღვაურებს წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ამსაინტერესო მოგზაურობის საწყის ეტაპზე ვარ და ჩემთვის დიდი მოტივატორია, რომტოიოტა ცენტრი ბათუმიმხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ერთდროულად, რათქმა უნდა, საპასუხისმგებლოც არის და სასიხარულოც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა დაშრომით იმედებს გავამართლებ.

ჩემი დაკვირვებით, საზღვაო სფეროში ქალთა ჩართულობა იზრდება. ადრეულ წლებში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონა მეზღვაური გამხდარიყო. გოგონებს, რომლებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ, მოვუწოდებდი, რომ სჯეროდეთთავიანთი თავის და თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. არ არსებობსსტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც შეუძლებელია“.

 

ლიზი ქავთარაძეს სჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენით, მტკიცე ხასიათით, მონდომებითა დაპროფესიის სიყვარულით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებს, რაც თან ახლავსმეზღვაურის პროფესიას. ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს სტერეოტიპების მსხვრევაში და მაგალითსაძლევს სხვა გოგონებს, რომლებიც გაბედული ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ.

ტოიოტა ცენტრი ბათუმისამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერასა დაახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსშიშემავალი კომპანია ტოიოტაცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებულიცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონურიბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულადტოიოტასმარკისავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებულიაპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტასავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა დასრულ ავტოსერვისს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები