თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაშიგაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან.
„დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით დაცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპის ბაზრებზე გავიდოდით“, — აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების განხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარი — „ისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტებისრაოდენობა სრულად მოიცავს Ska Juice Bar-ის მომხმარებლებს“. შესაბამისად, მეტი განვითარებისთვისპირვანდელი მიზნის ხორცშესხმა გადაწყვიტეს. ერთი წლის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩაატარესმოკვლევა; შეისწავლეს ბაზრები, სადაც პოტენციურად გავიდოდნენ — ამ პროცესში „სკა ჯუს ბარს“ wolt დაეხმარა, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.
საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიზეზის გამო, პრაღაზე შეაჩერეს არჩევანი. პირველ რიგში, ამოსავალიწერტილი გეოგრაფია იყო — ვინაიდან პრაღა ევროპის ცენტრს წარმოადგენს, გაფართოების აქედან დაწყებაგარკვეულწილად მარტივია. ამავდროულად, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაფერი იაფია — დაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ლოგისტიკური ხარჯებით.
აქვე ისიც საგულისხმოა, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვოლტი, ბაზრის წილით მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც პრაღაში „სკა ჯუს ბარის“ მსგავსი კონცეფციის ობიექტები ნაკლებადაა — შესაბამისად, ერთგვარ ახალსიტყვას შეიტანენ და განვითარების დიდ პოტენციალსაც მოიპოვებენ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ასეთ სწრაფსა და აქტიურ ტემპში თიბისის დიდი როლი აქვს. „სკა ჯუს ბარის არსებობის პირველივე დღეებიდან თიბისის უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენსგანვითარებაში. პირველი სტარტაპ სესხი სწორედ აქ მოგვცეს, შემდეგ ყოველ ეტაპზე ხან საბრუნავიკაპიტალი დავიმატეთ, ხან — ახალი ფილიალის გასახსნელი. მუდმივად გვიჭერდნენ მხარს და ახლაც, როგორც ხედავთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვახსნევინეს ორი ფილიალი. ალბათ, სულრამდენიმე ბიზნესია საქართველოდან ევროპაში გასული და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება თიბისის დაფინანსებით ასეთი პროგრესის მიღწევა“.
როგორც გიორგი აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოების კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, რაშიც თიბისიმაქსიმალურად უწყობს ხელს
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა