თიბისი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად.ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი.
ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არაკომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინსდა შესაბამისად, იქნება თუ არა იგი კონკურენტუნარიანი.
შეხვედრების მიზანია მსმენელებს დაანახოს ოპერაციების როლი ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში და ის, თურამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციების სხვა ფუნქციურ ერთეულებთან კოორდინირება ბიზნეს სტრატეგიისმიზნების მისაღწევად.
ლექციებზე განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაციმართება ოპერაციები. პროდუქტის და პროცესების დიზაინი, ნედლეულის შესყიდვა, ხარისხისუზრუნველყოფა, მიწოდების ჯაჭვის/მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ლექცია I - 3 ივლისი
ლექცია II - 4 ივლისი
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია