დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი კონსულების პროექტს იწყებს

თიბისი კონსულების პროექტს იწყებს

10-07-2024 19:11:00

თიბისი კონსულების პროექტს იწყებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

 

კონსული არის მედიატორი ბანკსა და მომხმარებლებს შორის და ის თიბისის პროდუქტების შეთავაზებასა და გაყიდვას ახორციელებს პლატფორმის მეშვეობით.  

 

თიბისის კონსულს შესაძლებლობა ექნება, საბანკო პროდუქტებით დაინტერესებული ადამიანები დააკავშიროს თიბისის და პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, მიიღოს ანაზღაურება.

 

იმისათვის რომ თიბისის კონსული გახდე, საჭიროა რეგისტრაცია გაიარო ვებ-გვერდზე www.tbcconsuli.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პლატფორმაზე უნდა დაარეგისტრირო იმ პირების მონაცემები, ვინც დაინტერესებულია რომელიმე საბანკო პროდუქტით. 

 

შემდგომი პროცესი კი ასეთია:

  1. დარეგისტრირებული პირი მიიღებს SMS შეტყობინებას თიბისისგან, რომელზეც დასტური უნდა განაცხადოს;
  2. დასტურის შემდეგ მას დაუკავშირდება თიბისის წარმომადგენელი;
  3. ყველა შემდეგი ნაბიჯი განხორციელდება ბანკში არსებული სტანდარტული პროცესების შესაბამისად.

 

მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლია მიიღო ვებ-გვერდიდან: https://tbcconsuli.ge/#/

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები