12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიულიბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება.
კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტიალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 20-წლიანი გამოცდილებააქვს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რა მნიშვნელობა აქვსსტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში.
პოდკასტების სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქართული ბრენდის შემქმნელი, ცნობილი თუსაზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებასგაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მათი ბრენდი, რა გამოწვევებს და სირთულეებს შეხვდნენ ამგზაზე და როგორია მათი საქმიანობა დღეს.
პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ყოველ სამშაბათს, აზროვნების აკადემიის Youtube და Spotify გვერდებზე.
თიბისი ბიზნესისთვის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამმიზანს ემსახურება პოდკასტების სერიების მხარდაჭერაც. ბიზნესების წარმომადგენლებს და ზოგადად, ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებული ქართული ბრენდების მაგალითზე უფრო მეტი ისწავლონ დაგანვითარდნენ საკუთარ სფეროში.
“ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტის” ანონსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
უახლესი
5 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა