დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიანეთის სოფლებისთვის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა

თიანეთის სოფლებისთვის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა

04-06-2024 17:43:00

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისთვის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველ ეტაპზე მრვალსექტორული კვლევები ჩატარდა. გაწეული სამუშაოების ანგარიში საპროექტო ჯგუფმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  გააცნო.

კვლევის შედეგების პრეზენტაციისას მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით საპროექტო კომპანია დასაგეგმარებელი არეალის განვითარების ხედვას შეიმუშავებს.

დასაგეგმარებელი არეალი ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

სივრცითი მოწყობა  ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები